რა არის თეთრი ხმაური ახალშობილებისთვის?
თითქმის ყველა მშობელს ჰქონია ძილის წინ ბავშვის დამშვიდების პრობლემა. მოუსვენარ ბავშვებს შეუძლიათ მშობლები მთელი ღამე არ დააძინონ. კვებისა და კომფორტის შექმნის გარდა, არის კიდევ დამატებითი გზები, რითაც მშობელს შეუძლია შეცვალოს გარემო პატარას დასამშვიდებლად. თეთრი ხმაურის ბგერები გამოცდილი საშუალებაა ბავშვის დასამშვიდებლად და დასაძინებლად.
თეთრი ხმაური რელაქსაციური და მონოტონური ბგერების ამსახველი ზოგადი ცნებაა, მაგ. წვიმის ან ოკეანის ხმა. როდესაც ვსაუბრობთ თეთრ ხმაურზე ბავშვებისთვის, ვგულისხმობთ გარკვეული დიაპაზონის ბგერებს, რასაც ბავშვი ისმენდა მუცლად ყოფნის დროს. წარმოიდგინეთ რადიოს დაბალი ხმა კონდიციონერის ხმასთან კომბინაციაში. ამისთვის არსებობს ტელეფონის მრავალი აპლიკაცია და თეთრი ხმაურის აპარატები.
ეხმარება თუ არა თეთრი ხმაური ბავშვს დაძინებაში?
ბევრ მშობელს გამოცდილი აქვს, რომ მტვერსასრუტის ან ფენის ხმაური ბავშვს ამშვიდებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საოჯახო საქმიანობის ხმებია, მათ უკან რეალური მეცნიერება დგას. კვლევებმა აჩვენა, რომ ახალშობილის დაძინების შანსი 3-ჯერ იზრდება, როდესაც დამშვიდებისთვის თეთრი ხმაურის აპარატს ვიყენებთ.
როგორ ამშვიდებს ბავშვს თეთრი ხმაური?
როგორც ბევრი მოზრდილი მშვიდდება სახლის სახურავზე ან სადმე ახლოს წვიმის ხმით, ასევე მშვიდდება ბავშვი გარკვეული ხმებით. გავიხსენოთ, რომ ბავშვი დედის მუცელში იყო და მისი ცხოვრების პირველ თვეს გარემო, სადაც ის არის, ჩვენ მშვიდი გვგონია. მაგრამ ნაყოფისთვის მისი გარემო მუდმივი ხმაურით არის მოცული. ის შეიძლება შევადაროთ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ხმაურს, როგორიც გვესმის წყალში თავის ჩაყოფის დროს. თეთრი ხმაური არის უხეში მიმსგავსება იმ ხმების, რაც ნაყოფს დედის მუცელში ყოფნისას ესმის. იგი ჰგავს დედის ჩურჩულის „შშშშშშ„ ხმას. კვლევებმა აჩვენა, რომ თეთრ ხმაურზე ბავშვის გულისცემის სიხშირე რამოდენიმე წუთში მცირდება.
რამდენად ხმამაღალი უნდა იყოს თეთრი ხმაური ახალშობილისთვის?
დადგენილია, რომ თეთრ ხმაურს გარკვეული გავლენა აქვს ბავშვების ძილზე. როგორი უნდა იყოს მისი დონე? ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით მოწოდებულია 50 დეციბელის სიმძლავრე. სამეცნიერო შრომებში ეფექტურ სიმძლავრედ მოწოდებულია 67 დეციბელი.
როდის არ უნდა გამოვიყენოთ თეთრი ხმაური თქვენი ბავშვისთვის?
თუ თეთრ ხმაურს პირველად იყენებთ, საჭიროა სიფრთხილე. ბავშვის ყური უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე მოზრდილის. ამიტომ ხმაურის დონე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ არ დაზიანდეს თქვენი პატარას ყურები. ბაზარზე არსებობს ბევრი უსაფრთხო პროდუქტი, რომელიც არეგულირებს ხმაურის დონეს.
ზოგი ბავშვი ძალიან ეჩვევა თეთრი ხმაურით დაძინებას და შეიძლება გაუჭირდეს მის გარეშე გაძლება მაგ. ბებიასთან. ზოგზე კი თეთრი ხმაური უბრალოდ არ მოქმედებს. ამასთან, ხანგრძლივი ან მუდმივი ტირილი შეიძლება ახალშობილთა კოლიკის ნიშანი იყოს. ეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემაა, რომელიც ადვილად ვერ მოიხსნება თეთრი ხმაურის აპლიკაციით. ასეთ დროს, შეიძლება საჭირო იყოს ესპუმიზანი® და მსგავსი ურეცეპტო წამლები ბავშვის დასახმარებლად.
რატომ არ მოქმედებს ჩემს ბავშვზე თეთრი ხმაური?
ეს საკითხი ბევრი კვლევითაა შესწავლილი და შედეგები განსხვავებულია. თუმცა, კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა ნახშირწყლების მალაბსორბცია ჩვილთა კოლიკის ყველაზე ხშირ მიზეზად ითვლება. ნახშირწყლების მონელების შემდეგ ნაწლავში მათი ნარჩენების ფერმენტაცია იწვევს ნახშირორჟანგისა და წყალბადის ჭარბ დაგროვებას. მშობლების უმეტესობა სიმპტომებს აღწერს, როგორც ყურყურს მუცლის შებერილობასთან ერთად, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული პრობლემის კიდევ ერთი მაჩვენებელია.
აირებით შებერილი ბავშვის დახმარება ესპუმიზანით®
კოლიკა ხშირია პატარა ბავშვებში და შეუძლია სერიოზული დისკომფორტი გამოიწვიოს. ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი სწრაფად და საიმედოდ ამცირებს ჩვილ ბავშვთა დისკომფორტს კოლიკის დროს. სიმეთიკონი დადასტურებული და ეფექტური საშუალებაა მეტეორიზმის შესამცირებლად.
ესპუმიზანი® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას – სიმეთიკონს, რომელიც მოქმედებს დაგროვილი აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობაზე, ბუშტუკები სკდება, აირი გამოთავისუფლდება და ადვილად გამოიყოფა.
ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერების ერთჯერადი დოზაც კი თეთრ ხმაურთან ერთად სწრაფად აჩერებს ბავშვის ტირილს საღამოს და ტირილით გამოწვეულ ფორიაქს – დღისით.
ესპუმიზანი® - სხვადასხვა დოზით და ფორმით თქვენი საჭიროებისთვის!
ესპუმიზანი® 40მგ კაფსულები
სწრაფად და საიმედოდ ამცირებს შებერილობას ჭარბი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, საკვების აუტანლობით, სტრესისა და მენსტრუალური შებერილობის დროს.
ესპუმიზანი® L 40მგ/მლ ემულსია
40 მგ სიმეთიკონის ემულსია ადვილი დასალევია.
ესპუმიზანი® ექსტრა 125მგ საშეტები
მეტეორიზმთან მარტივად და საქმისგან მოუწყვეტლად გასამკლავებლად არსებობს გრანულების ინოვაციური ფორმა - მისი მიღება წყლის მიყოლების გარეშეც შეიძლება.