როგორ ხდება საჭმლის მონელება?
ჩვენი სხეულის ყველა უჯრედს ფუნქციონირებითვის საკვები ესაჭიროება. საჭმლის მონელება არის ნაწლავებში საკვების გადაადგილება და მოლეკულებად დაშლა. მოლეკულები შეიწოვება სისხლში. სისხლით კი საკვები ნივთიერებები სხეულის სხვადასხვა უჯრედს მიეწოდება.
საჭმლის მონელება ღეჭვიდან იწყება. ნერწყვში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები – ფერმენტები მაშინვე იწყებენ საკვების დაშლას. საჭმელი გადაყლაპვის შემდეგ ხვდება კუჭში, შემდეგ წვრილ და მსხვილ ნაწლავებში, სადაც ხდება ყველა საჭირო ნივთიერებების შეწოვა და მიწოდება სხეულის ყველა უჯრედისთვის, ნარჩენები კი ფეკალიების სახით გამოიყოფა ორგანიზმიდან.
ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა ძლიერი და, ამავდროულად, მგრძნობიარეა. თანამედროვე ცხოვრება მრავალ საფრთხეს უქმნის საჭმლის მონელების პროცესს. ქალაქის მოუსვენარი ცხოვრების წესს სწრაფი კვებით, სტრესით, ნაკლები ფიზიკური აქტივობითა და ჰორმონული დარღვევებითაც კი შეუძლია საჭმლის მონელებისთვის პრობლემების შექმნა.
კუჭ-ნაწლავის მხრივ ყველაზე ხშირი ჩივილებია მუცლის შებერილობა მეტეორიზმთან ერთად. მაგრამ, ხშირად ამ სიმპტომებს ან მალავენ უხერხულობის გამო ან პაციენტი და ექიმი ჩივილებს რეალურ პრობლემად არ მიიჩნევენ. სინამდვილეში, მეტეორიზმით და შებერილობით გამოწვეული ტკივილი და სოციალური დისკომფორტი ბევრს აწუხებს.
საჭმლის მონელების დარღვევის სიმპტომები
თუ დღის გეგმის აწყობა ტუალეტში სირბილის მიხედვით გიწევთ ან უხერხული შემთხვევის შიშით უარს ამბობთ სოციალურ ღონისძიებებზე მიწვევაზე, იცოდეთ, მარტო არ ხართ. საჭმლის მონელების პრობლემები სხვადასხვა სახით შეიძლება გამოვლინდეს:
მუცლის ტკივილი
სჭმლის მონელების ბევრი პრობლემა მუცლის ტკივილით ვლინდება. ეს შეიძლება იყოს სპაზმი, ყრუ ტკივილი ან შებერილობის შეგრძნება.
კუჭის აშლა – დიარეა
დიარეა არის ნაწლავის ფუნქციის დარღვევა, რომლის დროსაც კუჭის მოქმედება ხშირდება, განავლის მოცულობა იზრდება ან ხდება თხიერი. ნაწლავში სითხის შეწოვის დაქვეითება ან გამოყოფის გაძლიერება განავალს ათხიერებს. მწვავე დიარეა ჩვეულებრივ 2-3 კვირაზე ნაკლებ ხანს გრძელდება და მას ძირითადად ბექტერიული ინფექცია იწვევს.
რეფლუქსი და გულძმარვა
ზოგჯერ კუჭის წვენი შეიძლება ხახისკენ ამოვიდეს და მჟავე გემო გაგრძნობინოთ. ხანდახან ვლინდება წვის შეგრძნებით საყლაპავისა და გულ-მკერდის არეში.
აირები და შებერილობა
სტატისტიკურად, საერთო მოსახლეობის 30%-ს შებერილობა აწუხებს. ეს მუცლის გადავსების შეგრძნებით ვლინდება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების წარმოქმნა ჩვეულებრივ დამოკიდებულია შეუთვისებელი საკვების რაოდენობაზე, რომელიც ბაქტერიების მიერ ფერმენტაციას განიცდის და ასევე, ნაწლავის ფლორის შემადგენლობასა და განაწილებაზე.
მუცლის ტკივილი
დიარეა
რეფლუქსი და გულძმარვა
აირი და შებერილობა
რატომ მაქვს საჭმლის მონელების პრობლემები? (მიზეზები)
საჭმლის მონელების პრობლემები მონელების პროცესის სხვადასხვა ფაზაში შეიძლება განვითარდეს. შეიძლება დაიწყოს სწრაფი კვების დროს დიდი რაოდენობით ჰაერის ყლაპვით ან მისი მიზეზი შეიძლება იყოს მსხვილ ნაწლავში აირის ჭარბი წარმოქმნა. განსაკუთრებით, შებერილობის დროს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები ხშირად ვლინდება გარკვეული რაოდენობის ან შემადგენლობის საკვების მიღების შემდეგ. მუცლის ტკივილი და შებერილობა შეიძლება დაკავშირებული იყოს სტრესთან, არასათანადო მონელებასთან, ჰორმონულ დარღვევებთან, ჭამის დროს ჰაერის ყლაპვასთან ან ზოგიერთ მედიკამენტთან.
მონელების პროცესის დროს ბაქტერიები აირებს წარმოქმნიან. როდესაც ეს აირი ბუშტუკების სახით ლორწოში გროვდება, მისი შეწოვა ან გადაადგილება რთულდება. შებერილობის შემცირებისთვის საჭიროა აირი ბუშტუკებიდან გამოთავისუფლდეს და გარეთ გამოვიდეს.
როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, საჭმლის მინელების პრობლემის მქონე ნებისმიერი ადამიანი ხვდება გამოწვევას და პოტენციურ უხერხულობას.
მკურნალობა
მიუხედავა იმისა, რომ ბევრი პრობლემა სავარაუდოდ თანამედროვე ცხოვრების წესით არის განპირობებული, კიდევ ბევრი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ შებერილობის შესამცირებლად. თქვენ ჩვევებსა და ყოველდღიურ საქმიანობაზე დაკვირვება შეიძლება დაგეხმაროთ მიზეზების გამოვლენაში.
ესპუმიზანი® - შებერილობის სწრაფი შემცირება!
შებერილობა და მეტეორიზმი ჩვენი ორგანიზმისთვის სტრესებით ან კვებით გამოწვეული ნორმალური მოვლენაა. ცხოვრების თანამედროვე წესი დიდ მოთხოვნებს გვიყენებს. სტრესული სამსახური, ჰობის, ოჯახისა და სოციალური აქტივობის ერთმანეთთან შეთავსების მცდელობა,ზედმეტად ცხიმიანი და სხვა არაჯანსაღი საკვების მიღება. საჭმლის მომნელებელი სისტემა ამდენს ვერ უძლებს, რის შედეგადაც ჭარბად წარმოიქმნება აირები, გროვდება მუცელში და იწვევს შებერვის და გადავსების შეგრძნებას. რის შედეგადაც დისკომფორტი მუცლის არეში და გაუკონტროლებელი მეტეორიზმის შიში ბევრი ადამიანისთვის სტრესის მიზეზი ხდება.
ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი სწრაფად და ეფექტურად ამცირებს აირებთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა მეტეორიზმი და მუცლის შებერილობა.
სიმეთიკონი წარმოადგენს შებერილობის და მეტეორიზმის საწინააღმდეგო გამოცდილ და ეფექტურ საშუალებას.
ესპუმიზანი® - სხვადასხვა დოზით და ფორმით თქვენი საჭიროებისთვის!
ესპუმიზანი® 40მგ კაფსულები
სწრაფად და საიმედოდ ამცირებს შებერილობას ჭარბი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, საკვების აუტანლობით, სტრესისა და მენსტრუალური შებერილობის დროს.
ესპუმიზანი® ბეიბი 100მგ/მლ ემულსია
ადვილად დასალევი ესპუმიზანის® ემულსია მეტეორიზმთან დაკავშირებული მდგომარეობების მართვისთვის სიცოცხლის პირველივე კვირებიდან.
ესპუმიზანი® L 40მგ/მლ ემულსია
40 მგ სიმეთიკონის ემულსია ადვილი დასალევია.