რა არის გასტრიტი?
გასტრიტი კუჭის შიგნითა გარსის ანთებაა. მას ბევრი მიზეზი აქვს, შეიძლება უცბად განვითრდეს და ასევე სწრაფად გაქრეს. ტიპიური სიმპტომებია მუცლის და გულ-მკერდის არეში ტკივილი, ღებინება სისხლის მინარევით და შებერილობა. თუ ქრონიკული გასტრიტი ხანგრძლივად მიმდინარეობს, მას შეუძლია ჯანმრთელობის სხვა პრობლემები გამოიწვიოს
რა არის ენტეროკოლიტი?
ენტეროკოლიტი კიდევ ერთი მდგომარეობაა, რომელიც კუჭ-ნაწლავს აზიანებს. გასტრიტის მსგავსად, ვითარდება წვრილი და მსხვილი ნაწლავის შიდა გარსის ანთება, რაც იწვევს შემდეგ სიმპტომებს: ცხელება, მუცლის არეში შებერილობა, გულისრევა და მონელების დარღვევა. ბავშვების საჭმლის მომნელებელი სისტემა არ არის ჩამოყალიბებული და ამიტომ უფრო მიდრეკილია ბაქტერიული ინფექციის განვითარებისკენ. ეს პრობლემას უფრო ამძიმებს.
მოზრდილებში ენტეროკოლიტი შეიძლება განვითრდეს ინფექციის შედეგად ან როგორც რეაქცია ძლიერ ანტიბიოტიკოთერაპიაზე. ამ დროს დასუსტებულ კუჭ-ნაწლავში ადვილად ვითარდება სხვა ინფექცია. ანტიბიოტიკები ნადგურებს ნაწლავებში არსებულ სასარგებლო ბაქტერიებსაც და გზას უხსნის სხვა ბაქტერიებს, რომლებიც მრავლდება და იწვევს ანთებას.
როდის ვითარდება გასტრიტი და ენტეროკოლიტი?
გასტრიტი შეიძლება განვითარდეს ტკივილგამაყუჩებელი წამლების მიღების შედეგად, როგორიცაა მაგალითად, ნუროფენი (იბუპროფენი), კუჭზე გადატანილი ოპერაცია ან სხივური თერაპია. ზოგიერთი დაავადება, როგორიცაა ცელიაკია და საკვებზე ალერგია, მიუხედავად იმისა, რომ გასტრიტს არ იწვევს, აუარესებს მის მიმდინარეობას. B12 ვიტამინის დეფიციტი, ალკოჰოლი და ნარკოტიკები, ასევე ხშირი სტრესი იწვევს გასტრიტის გამწვავებას. ენტეროკოლიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია ბაქტერიული ინფექცია. უხშირესია ცნობილი ეშერიხია კოლი. ანტიბიოტიკების მიღება ასუსტებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ანადგურებს ნაწლავის ჯანმრთელ ფლორას და ხელს უწყობს ინფექციის განვითარებას დაუცველ ნაწლავებში. როგორც ზემოთ ითქვა, ბავშვებში დაავადების მიზეზია ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი იმუნური და საჭმლის მომნელებელი სისტემები, თუმცა ამის დასადასტურებლად მეტი კვლევაა ჩასატარებელი.
როდის მივმართოთ ექიმს?
ენტეროკოლიტის შემთხვევაში ექიმი გჭირდებათ გამოკვლევების ჩასატარებლად, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია, მრტ და სხვა. ამიტომაა მნიშვნელოვანი კონტაქტი სამედიცინო პერსონალთან. ცხელების, მუცლის შებერვის, ფაღარათის, ღებინების, სისუსტის შემთვევაში უნდა მიმართოთ ექიმს. ასევე საყურადღებოა სისხლდენა სწორი ნაწლავიდან.
გასტრიტის დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია სისხლის და განავლის ლაბორატორიული კვლევა ბაქტერიების გამოსავლენად, ასევე მკურნალობისთვის. ექიმმა შესაძლოა ჩაგიტაროთ რენტგენოლოგიური კვლევა და შეამოწმოს ღვიძლის, პანკრეასის, თირკმელების და ნაღვლის ბუშტის ფუნქციები.
თუ რომელიმე სიმპტომი გაქვთ, უნდა მიმართოთ ექიმს:
გახშირებული გულისცემა
ქოშინი
ოფლიანობა
ცხელება და მუცლის ტკივილი
შავი ან სისხლიანი განავალი
სისხლიანი ღებინება
თავბრუსხვევა და გულისწასვლა
როგორ შიეძლება გასტრიტით ან ენტეროკოლიტით გამოწვეული შებერილობის პრევენცია
მიუხედავად იმისა, რომ გასტრიტი და ენტეროკოლიტი, ოპერაციის ჩათვლით, სხვადასხვა სახის მკურნალობას საჭიროებს, შეგიძლიათ გარკვეული დიეტური ცვლილებები განახორციელოთ საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და მკურნალობის ხელშეწყობისთვის. გაუწყლოვნების პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით წყლის მიღება. დიდი რაოდენობით სითხის შემცველი პროდუქტები ასევე სასარგებლოა ელექტროლიტებისა და საკვები ნივთიერებების მისაღებად. ვინაიდან ნაწლავის დაავადებებზე ვსაუბრობთ, ჯანმრთელი ნაწლავის შენარჩუნება ასევე პოზიტიური ნაბიჯია. ნაწლავის ჯანმრთელი ფლორის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ პრობიოტიკები, როგორიცაა ცოცხალი იოგურტი. მოერიდეთ მედიკამენტებს, რომლებიც კუჭს აღიზიანებს, შეწყვიტეთ მოწევა და ალკოჰოლის მიღება, რაც ასევე სასარგებლო იქნება თქვენი კუჭისთვის.
შებერილობის შეგრძნების სხვა მიზეზები
აირების წარმოქმნა და გამოყოფა ნორმალურია. მაგრამ მოცულობა და სიხშირე ყველა ადამიანში სხვადასხვაა. ჭარბი შებერილობა და მეტეორიზმი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განვითარდეს.
რა დაგეხმარებათ შებერილობის და მეტეორიზმის დროს
ცოტა ხნის წინ კარგად ისადილეთ და კვლავ მუცლის გადავსების შეგრძნება გაქვთ? აი, რამდენიმე რჩევა და შებერილობისა და მეტეორიზმის შემცირების გზა:
მუცლის ნაზი მასაჟი მსხვილი ნაწლავის გასწვრივ ეხმარება ნაწლავში დაგროვილი აირების გამოყოფას.
ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა ახლო-მახლო გასეირნება აამოძრავებს ნაწლავებს და დაგეხმარებათ აირების გამოყოფაში.
ესპუმიზანი® შებერილობის და მეტეორიზმის დადასტურებული და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებაა. ესპუმიზანი® სწრაფად მოგგვრით შვებას აირებთან დაკავშირებული მრავალი სიმპტომისგან, როგორიცაა მაგალითად, მეტეორიზმი. ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება „სიმეთიკონი“ მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილი აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობაზე, ბუშტუკები სკდება, აირი გამოთავისუფლდება და ადვილად გამოიყოფა.
ესპუმიზანი® - შებერილობის სწრაფი შემცირება
შებერილობა და მეტეორიზმი ჩვენი ორგანიზმისთვის სტრესებით ან კვებით გამოწვეული ნორმალური მოვლენაა. ცხოვრების თანამედროვე წესი დიდ მოთხოვნებს გვიყენებს. სტრესული სამსახური, ჰობის, ოჯახისა და სოციალური აქტივობის ერთმანეთთან შეთავსების მცდელობა,ზედმეტად ცხიმიანი და სხვა არაჯანსაღი საკვების მიღება. საჭმლის მომნელებელი სისტემა ამდენს ვერ უძლებს, რის შედეგადაც ჭარბად წარმოიქმნება აირები, გროვდება მუცელში და იწვევს შებერვის და გადავსების შეგრძნებას. რის შედეგადაც დისკომფორტი მუცლის არეში და გაუკონტროლებელი მეტეორიზმის შიში ბევრი ადამიანისთვის სტრესის მიზეზი ხდება.
ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი სწრაფად და ეფექტურად ამცირებს აირებთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა მეტეორიზმი და მუცლის შებერილობა.
სიმეთიკონი წარმოადგენს შებერილობის და მეტეორიზმის საწინააღმდეგო გამოცდილ და ეფექტურ საშუალებას.
ესპუმიზანი® - სხვადასხვა დოზით და ფორმით თქვენი საჭიროებისთვის!
ესპუმიზანი® 40მგ კაფსულები
სწრაფად და საიმედოდ ამცირებს შებერილობას ჭარბი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, საკვების აუტანლობით, სტრესისა და მენსტრუალური შებერილობის დროს.
ესპუმიზანი® ბეიბი 100მგ/მლ ემულსია
ადვილად დასალევი ესპუმიზანის® ემულსია მეტეორიზმთან დაკავშირებული მდგომარეობების მართვისთვის სიცოცხლის პირველივე კვირებიდან.
ესპუმიზანის® L 40მგ/მლ ემულსია
40 მგ სიმეთიკონის ემულსია ადვილი დასალევია.
ესპუმიზანი® ექსტრა 125მგ საშეტები
მეტეორიზმთან მარტივად და საქმისგან მოუწყვეტლად გასამკლავებლად არსებობს გრანულების ინოვაციური ფორმა - მისი მიღება წყლის მიყოლების გარეშეც შეიძლება.