იწვევს თუ არა წამლები შებერილობას?
ექიმთან ვიზიტის დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომებიდან ერთ-ერთი ხშირი ჩივილია შებერილობა და მეტეორიზმი, რასაც მას ხშირად მალავენ უხერხულობის გამო, ან პაციენტიც და ექიმიც არ თვლის რეალურ პრობლემად. სინამდვილეში შებერილობითა და მეტეორიზმით გამოწვეული ტკივილი და სოციალური დისკომფორტი ბევრს აწუხებს.
შებერილობის და მეტეორიზმის ტიპური მიზეზებია: არაჯანსაღი საკვები, სტრესი, საკვების აუტანლობა, ჰორმონული დისბალანსი. ამ შემთხვევებში შვებას იძლევა საკვების ამოღება რაციონიდან ან ჩვევების შეცვლა.
ზოგჯერ, პაციენტს შებერილობა უვითარდება იმ მედიკამენტების მიღების შედეგად, რომლებსაც შებერილობა გვერდით ეფექტების ჩამონათვალში აქვს.
ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტი შეიძლება შეაწუხოს შებერილობამ, რომელიც ვითარდება, როგორც სამკურნალოდ მიღებული წამლის გვერდითი ეფექტი. არასასურველ გვერდით მოვლენებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციას ან გაესაუბრეთ ექიმს.
რომელი მედიკამენტი იწვევს შებერილობას და რატომ?
კვლევებისას აღმოჩნდა, რომ მონაწილენი აღნიშნავდნენ საჭმლის მონელების პრობლემებს ზოგიერთი სახის საკვების და წამლების მიღების შემდეგ. ეს მედიკამენტები ძირითადად გამოიყენება ყაბზობის (საფაღარათოები), შაქრიანი დიაბეტის (აკარბოზა) და ჭარბი წონის დროს (ორლისტატი) დროს.
მომნელებელი სისტემის პრობლემების გამოწვევით ცნობილია სხვა მედიკამენტებიც – ანტიბიოტიკები, ასევე ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებლები, მაგალითად როგორიცაა იბუპროფენი.
კონტრაცეპტივები იწვევს ჰორმონულ დისბალანსს, რაც შებერილობის მიზეზია. შებერილობა აღენიშნებათ ქალებს, რომლებიც ჰორმონულ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს იღებენ.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
შებერილობის მიზეზის ძებნა შეიძლება ყოველდღიური ცხოვრებიდან გარკვეული საკვების და ჩვევების მოცილების მცდელობებისა და შეცდომების ხანგრძლივი და დამღლელი პროცესი იყოს. თუ გრჩებათ თაბეჭდილება, რომ რომელიმე წამალმა შებერილობა გამოიწვია, გაესაუბრეთ მის გამომწერ ექიმს. შესაძლოა არსებობდეს მკურნალობის სხვა გზა ან შემცვლელი მედიკამენტი, რომელსაც ნაკლები გვერდითი ეფექტები ექნება.
როგორ შევამციროთ წამლით გამოწვეული შებერილობა?
რადგან ბევრი პრობლემა თანამედროვე ცხოვრების წესითაა გამოწვეული, არსებობს ბევრი გზა, რომლითაც შეამცირებთ შებერილობით გამოწვეულ დისკომფორტს. თუ თქვენ ჩვევებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას დააკვირდებით, გაგიადვილდებათ მიზეზის პოვნა.
ესპუმიზანი® - შებერილობის სწრაფი შემცირება
შებერილობა და მეტეორიზმი ჩვენი ორგანიზმისთვის სტრესებით ან კვებით გამოწვეული ნორმალური მოვლენაა. ცხოვრების თანამედროვე წესი დიდ მოთხოვნებს გვიყენებს. სტრესული სამსახური, ჰობის, ოჯახისა და სოციალური აქტივობის ერთმანეთთან შეთავსების მცდელობა,ზედმეტად ცხიმიანი და სხვა არაჯანსაღი საკვების მიღება. საჭმლის მომნელებელი სისტემა ამდენს ვერ უძლებს, რის შედეგადაც ჭარბად წარმოიქმნება აირები, გროვდება მუცელში და იწვევს შებერვის და გადავსების შეგრძნებას. რის შედეგადაც დისკომფორტი მუცლის არეში და გაუკონტროლებელი მეტეორიზმის შიში ბევრი ადამიანისთვის სტრესის მიზეზი ხდება.
ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი სწრაფად და ეფექტურად ამცირებს აირებთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა მეტეორიზმი და მუცლის შებერილობა.
სიმეთიკონი წარმოადგენს შებერილობის და მეტეორიზმის საწინააღმდეგო გამოცდილ და ეფექტურ საშუალებას.
ესპუმიზანი® - სხვადასხვა დოზით და ფორმით თქვენი საჭიროებისთვის!
ესპუმიზანი® ბეიბი 100მგ/მლ ემულსია
ადვილად დასალევი ესპუმიზანის® ემულსია მეტეორიზმთან დაკავშირებული მდგომარეობების მართვისთვის სიცოცხლის პირველივე კვირებიდან.
ესპუმიზანის® L 40მგ/მლ ემულსია
40 მგ სიმეთიკონის ემულსია ადვილი დასალევია.
ესპუმიზანი® ექსტრა 125მგ საშეტები
მეტეორიზმთან მარტივად და საქმისგან მოუწყვეტლად გასამკლავებლად არსებობს გრანულების ინოვაციური ფორმა - მისი მიღება წყლის მიყოლების გარეშეც შეიძლება.