ქაფის ჩამქრობების გამოყენება ულტრაბგერით (ექოსკოპიურ) გამოკვლევამდე (შესავალი)
აირების წარმოქმნა და გამოყოფა ნორმალურია. მაგრამ მათი მოცულობა და სიხშირე სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ შებერილობა ხშირად სერიოზულ დაავადებად არ აღიქმება, ის შეიძლება პრობლემას ქმნიდეს ზოგიერთი გამოკვლევის ჩატარებისას.
მუცლის ღრუს ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) გამოკვლევის ეფექტურობა განსაკუთრებით მცირდება აირების დაგროვებისას. ნაწლავებში არსებული აირი არ იძლევა მკაფიო გამოსახულების მიღების საშუალებას.
ულტრაბგერით გამოკვლევის წინ ქაფის ჩამქრობი საშუალებების გამოყენების სარგებელი
გარკვეულ დროს შებერილობა და მეტეორიზმი ყველას შეიძლება განუვითარდეს. ჩვენი ორგანიზმი საოცარი სისტემაა, რომელიც საკვებს ენერგიად გარდაქმნის. თუ ამ პროცესში კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დიდი რაოდენობით აირები წარმოიქმნება, იგრძნობთ მუცლის შებერვას. აირების დაგროვებამ შეიძლება სერიოზული დისკომფორტი, მუცლის ტკივილი და გაბერვა გამოიწვიოს.
ესპუმიზანი® შემდეგნაირად დაგეხმარებათ: ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი მუცელში დაგროვილი აირების გამოთავისუფლებაში დაგეხმარებათ. იგი მოქმედებს საკვების მასაში არსებული აირების ბუშტუკების ელასტიურობაზე და შლის ბუშტუკებს. აირები გამოთავისუფლდება, შეიწოვება ნაწლავის კედელში და გამოიყოფა.
აქვს თუ არა ქაფის ჩამქრობებს გვერდითი მოვლენები?
ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი დაახლოებით 50 წლისაა, კარგადაა შესწავლილი და პრაქტიკულად დადგენილია მისი უვნებლობა. ესპუმიზანი® ფიზიკურად მოქმედებს მოუნელებელ საკვებში დაგროვილ აირზე და არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ. მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად, მისაღებად მარტივია. გამოიყენება ორსულებსა და ახალშობილებში. ესპუმიზანი® არ შეიცავს შაქარს და ამიტომ განსაკუთრებით გამოყენებადია შაქრიანი დიაბეტის დროს. ესპუმიზანი® იწარმოება გერმანიაში ხარისხის მკაცრი კონტროლით.
შებერილობის თავიდან აცილების სხვა გზები და ულტრაბგერით გამოკვლევა
მიუხედავად მრავალი კვლევისა, შებერილობის მექანიზმი სრულად არ არის დადგენილი. მიზეზები ყველა ადამიანში სხვადახვაა და იცვლება მონელების დარღვევიდან საკვების აუტანლობამდე და ჰორმონულ დისბალანსამდე. ამ ფაქტორების შესწავლა მკვეთრად გააუმჯობესებს აირების გამოყოფას ულტრაბგერით კვლევის ჩატარებამდე.
ესპუმიზანი® - შებერილობის სწრაფი შემცირება
შებერილობა და მეტეორიზმი ჩვენი ორგანიზმისთვის სტრესებით ან კვებით გამოწვეული ნორმალური მოვლენაა. ცხოვრების თანამედროვე წესი დიდ მოთხოვნებს გვიყენებს. სტრესული სამსახური, ჰობის, ოჯახისა და სოციალური აქტივობის ერთმანეთთან შეთავსების მცდელობა,ზედმეტად ცხიმიანი და სხვა არაჯანსაღი საკვების მიღება. საჭმლის მომნელებელი სისტემა ამდენს ვერ უძლებს, რის შედეგადაც ჭარბად წარმოიქმნება აირები, გროვდება მუცელში და იწვევს შებერვის და გადავსების შეგრძნებას. რის შედეგადაც დისკომფორტი მუცლის არეში და გაუკონტროლებელი მეტეორიზმის შიში ბევრი ადამიანისთვის სტრესის მიზეზი ხდება.
ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი სწრაფად და ეფექტურად ამცირებს აირებთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა მეტეორიზმი და მუცლის შებერილობა.
სიმეთიკონი წარმოადგენს შებერილობის და მეტეორიზმის საწინააღმდეგო გამოცდილ და ეფექტურ საშუალებას.
ესპუმიზანი® - სხვადასხვა დოზით და ფორმით თქვენი საჭიროებისთვის!
ესპუმიზანი® 40მგ კაფსულები
სწრაფად და საიმედოდ ამცირებს შებერილობას ჭარბი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, საკვების აუტანლობით, სტრესისა და მენსტრუალური შებერილობის დროს.
ესპუმიზანი® ბეიბი 100მგ/მლ ემულსია
ადვილად დასალევი ესპუმიზანის® ემულსია მეტეორიზმთან დაკავშირებული მდგომარეობების მართვისთვის სიცოცხლის პირველივე კვირებიდან.
ესპუმიზანი® ექსტრა 125მგ საშეტები
მეტეორიზმთან მარტივად და საქმისგან მოუწყვეტლად გასამკლავებლად არსებობს გრანულების ინოვაციური ფორმა - მისი მიღება წყლის მიყოლების გარეშეც შეიძლება.