Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.

აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებული კონფიდენციალობის დაცვის

მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის პოლიტიკა

„ბერლინ-ჰემმა“ შექმნა აპლიკაცია [EspumiDream ] (შემდგომში - „აპლიკაცია“), რათა დაეხმაროს ბავშვებს უფრო ადვილად დაძინებაში. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Google App, ასევე iOS მაღაზიებში და მოიცავს სხვადასხვა ხმას, როგორიცაა თეთრი ხმაური, ბუნების ხმები, აგრეთვე საშუალებას აძლევს მშობლებს, გააკეთონ საკუთარი ჩანაწერები, ბავშვის დასაძინებელი სიმღერები, რომლებიც უნდა დაეხმაროს ბავშვს ჩაძინებაში. თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მობილური აპლიკაცია თქვენს მობილურ მოწყობილობაზე. ქვემოთ წარმოგიდგენთ ინფორმაციას ჩვენი მობილური აპლიკაციის გამოყენების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
ჩვენ ვაფასებთ თქვენს ინტერესს ჩვენი კომპანიის მიმართ და გვსურს, რომ აპლიკაციის გამოყენებისას, თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით თავი დაცულად იგრძნოთ. ჩვენ ვიცავთ კონფიდენციალობის შესახებ არსებულ ყველა მოქმედ კანონს და განსაკუთრებით საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით და ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციით („GDPR“) გათვლისწინებულ მოთხოვნებს.
შპს ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია არის აპლიკაციაში თქვენი მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ სასათაურო ფურცლის   მონაცემები. 
მონაცემთა დაცვის ოპერატორთან დაკავშირება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: 
A. Menarini Research & Business Service GmbH, Datenschutzbeauftragter, Glienicker Weg 125, 12489 ან შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: dpo.georgia@berlin-chemie.com.
ჩვენ ძალზედ სერიოზულად ვეკიდებით თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. პერსონალური მონაცემები წარმოადგენს ყველა მონაცემს, რომელიც ეხება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, როგორიცაა სახელი, მისამართი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. ჩვენი აპლიკაციის გამოყენებისას, ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც ვამუშავებთ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის შესახებ მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.
თქვენს მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ იმ დრომდე, სანამ ეს აუცილებელი იქნება ჩვენი აპლიკაციისა და მასთან დაკავშირებული სერვისების ფუნქციონირებისთვის ან რამდენადაც კანონი გვავალდებულებს თქვენი მონაცემების შენახვას.
მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის შესახებ წინამდებარე პოლიტიკით გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა მონაცემებს ვაგროვებთ ჩვენს აპლიკაციაში თქვენი ვიზიტის დროს და იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება ეს მონაცემები.
აღნიშნული ონლაინ სერვისი არ არის განკუთვნილი 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
 

ჩამოტვირთვის დროს დამუშავებული მონაცემები

აპლიკაციის ჩამოტვირთვისას, ამ მიზნით საჭირო გარკვეული პერსონალური მონაცემები გადაეცემა შესაბამისი აპლიკაციების მაღაზიას (მაგალითად, Apple App Store ან Google Play). დამუშავება ხორციელდება App Store-ის პროვაიდერის სრული პასუხისმგებლობით.
კერძოდ, ჩამოტვირთვის დროს App Store-ს გადაეცემა ელექტრონული ფოსტის მისამართი, მომხმარებლის სახელი, ჩამოტვირთვის ანგარიშის მომხმარებლის ნომერი, ინდივიდუალური მოწყობილობის საიდენტიფიკაციო ნომერი, გადახდის შესახებ ინფორმაცია და ჩამოტვირთვის დრო.
ჩვენ არ გვაქვს გავლენა იმ მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე, რომელსაც ექსკლუზიურად თქვენს მიერ არჩეული აპლიკაციების მაღაზია ახორციელებს. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ თქვენი App Store-ის პროვაიდერის კონფიდენციალობის დაცვის პოლიტიკა.

გამოყენების დროს დამუშავებული მონაცემები

აპლიკაციის გამოყენებისას, თქვენს მობილურ მოწყობილობაზე ექსკლუზიურად მუშავდება შემდეგი მონაცემები:
აუდიოჩანაწერები: თუ იყენებთ ჩაწერის ფუნქციას, აუდიო მონაცემები ინახება ლოკალურად მხოლოდ თქვენს მოწყობილობაზე. „ბერლინ-ჰემს“ არ აქვს წვდომა აღნიშნულ ჩანაწერებზე.
მიკროფონზე წვდომა: აპლიკაციას სჭირდება მხოლოდ თქვენს მიკროფონზე წვდომა ჩაწერის ფუნქციის ჩასართავად. ამგვარი წვდომა გააქტიურდება მხოლოდ თქვენი ნებართვით.
სისტემის ენა: აპლიკაცია ერთხელ კითხულობს თქვენი მოწყობილობის ენის პარამეტრს, რათა კონტენტი სწორ ენაზე აჩვენოს. აღნიშნული ინფორმაცია არ ინახება.
ლოკალური პარამეტრები: პარამეტრები, როგორიცაა თქვენ მიერ არჩეული თემა ან მინიშნებები, ინახება ლოკალურად თქვენს მოწყობილობაზე (მაგალითდ, SharedPreferences-ის საშუალებით) თქვენი მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
ვინაიდან ყველა მონაცემი ინახება ლოკალურად, ის რჩება თქვენს მოწყობილობაზე აპლიკაციის წაშლამდე ან აპლიკაციის ქეშის / მონაცემების გასუფთავებამდე თქვენი მოწყობილობის პარამეტრებში.

საკონტაქტო ინფორმაცია

შეკითხვების შემთხვევაში ან ჩვენთან დასაკავშირებლად, გთხოვთ, [დააწკაპეთ აქ]   ჩვენს ოფიციალურ ესპუმიზანის ვებ-გვერდზე გადასასვლელად.
მითითებულ ბმულზე დაწკაპუნებით, თქვენ დატოვებთ აპლიკაციას და გადამისამართდებით ჩვენს ვებ-გვერდზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ნებისმიერი მონაცემი (მაგალითად, საკონტაქტო ფორმაში) მუშავდება ვებ-გვერდის კონფიდენციალობის დაცვის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ ვახდენთ თქვენი შეკითხვებისა და თქვენი უფლებების დამუშავებას ვებ-გვერდის მონაცემებთან დაკავშირებით.

პერსონალური მონაცემების მიმღებები და მონაცემთა გადაცემა მესამე ქვეყნებში

გვერდითი ეფექტები / არასასურველი მოვლენები
თუ ჩვენთვის ცნობილი გახდება ჩვენს რომელიმე პროდუქტთან დაკავშირებით გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევები, კანონი გვავალდებულებს შესაბამისი ინფორმაციის, მათ შორის პერსონალური ინფორმაციის დოკუმენტურად მომზადებას და გაზიარებას მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი ორგანოების მიმართ და, შემდგომი შეფასებისთვის საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის მომწოდებელ მხარეებთან დაკავშირებას.

უფლებების აღსრულება
ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ მონაცემები უფლებების მფლობელებს, კონსულტანტებს და შესაბამის ორგანოებს ჩვენი უფლებების აღსასრულებლად ან ჩვენი უფლებების ან მესამე მხარეების უფლებების დასაცავად.

მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით გარე მომსახურების მიმწოდებლები
ჩვენ მივმართავთ მომსახურების მიმწოდებლების სერვისს, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი მომსახურების შესრულებაში. აღნიშნული მომსახურების მიმწოდებლები ამუშავებენ თქვენს მონაცემებს ჩვენი სახელით, ჩვენი ინსტრუქციების შესაბამისად და ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ, ექსკლუზიურად წინამდებარე კონფიდენციალობის დაცვის პოლიტიკაში აღწერილი მიზნებისთვის. მომსახურების მიმწოდებლები ასევე შეიძლება დაფუძნებული იყვნენ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები სათანადოდ იყოს დაცული ევროკავშირის მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ვიყენებთ ევროკავშირის სტანდარტულ სახელშეკრულებო პუნქტებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მონაცემთა დაცვის სამართლებრივად ადეკვატური დონე.  
გამომდინარე იქიდან, რომ ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი მესამე ქვეყნისთვის მონაცემთა დაცვის ადეკვატური დონის შესახებ (იხილეთ GDPR-ის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი), მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებით დამატებითი ზომები არ არის საჭირო. ევროკომისიამ ადეკვატურობის შესახებ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ტრანსატლანტიკურ მონაცემთა კონფიდენციალობის დამცავ სისტემასთან (DPF) დაკავშირებით. DPF წარმოადგენს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც შედგენილია ტრანსატლანტიკურ მონაცემთა გადაცემისას პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად. კომპანიებს, რომლებიც თავად ახორციელებენ სერტიფიცირებას, შეუძლიათ მონაცემების გადაცემა აშშ-ში. ჩვენ მივიჩნევთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც, საქართველოს კანონმდებლობის (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 37-38-ე მუხლები) საფუძველზე მონაცემთა ამგვარ გადაცემას სათანადოდ დაცულად მიიჩნევს. კომპანიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ [აქ].

მონაცემთა უსაფრთხოება

ჩვენ ვიყენებთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს თქვენი პერსონალური მონაცემების არამართლზომიერი გამოყენებისგან, დაკარგვისგან, განადგურებისგან ან არაავტორიზებული პირების მიერ წვდომისგან დასაცავად. ჩვენი უსაფრთხოების ზომები შეესაბამება თანამედროვე ტექნოლოგიურ დონეს.

თქვენი უფლებები და საკონტაქტო ინფორმაცია

ზოგადი უფლებები
გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენთვის, როგორც მონაცემთა სუბიექტისთვის შემოთავაზებული სხვადასხვა უფლებების შესახებ (მუხლი 4, პუნქტი 1, №1 GDPR). თქვენი უფლებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის III თავსა და GDPR-ის 15-21 მუხლებში.
თქვენი უფლებების სისრულეში მოსაყვანად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს. მისი საკონტაქტო ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ წინამდებარე კონფიდენციალობის დაცვის პოლიტიკის დასაწყისში.

წვდომის უფლება
თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ინფორმაცია ჩვენ მიერ შეგროვებული და დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ. აღნიშნული მოიცავს ინფორმაციას მონაცეემების გამოყენების მიზნებისა და შენახვის ვადის შესახებ, ასევე ინფორმაციას მიმღებების ან მიმღები კატეგორიების შესახებ, რომლებსაც მონაცემები გადაეცემათ. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ დამუშავებული პერსონალური მონაცემების ასლი.

შესწორების უფლება
თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ იმ პერსონალური მონაცემების შესწორება, რომლებიც არ არის ან აღარ იქნება ზუსტი. თქვენ ასევე გაქვთ უფლება, შეავსოთ არასრული პერსონალური მონაცემები. ჩვენ ვუგზავნით თქვენი პერსონალური მონაცემების შესწორებებს მესამე პირებს იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონით იქნება მოთხოვნილი.

წაშლის უფლება („დავიწყების უფლება“)
თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, თუ სახეზე იქნება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობა:
 

  • თქვენი პერსონალური მონაცემები აღარ არის საჭირო იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ისინი შეგროვდა ან სხვაგვარად დამუშავდა, ან აღნიშნული მიზანი შესრულებულია;
  • თქვენ გამოითხოვეთ თქვენი თანხმობა და არ არსებობს დამუშავების სხვა სამართლებრივი საფუძველი;
  • თქვენ უარი განაცხადეთ დამუშავებაზე და არ არსებობს დამუშავების სამართლებრივი საფუძველი; იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემები მუშავდება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, თქვენი უარი საკმარისია დამუშავების დასასრულებლად;
  • თქვენი პერსონალური მონაცემები უკანონოდ იქნა დამუშვებული;
  • თქვენი პერსონალური მონაცემები უნდა წაიშალოს ევროკავშირის ან წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად, რომელსაც ჩვენ ვექვემდებარებით;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წაშლის უფლება შეიძლება შეგეზღუდოთ კანონით. სამართლებრივი შეზღუდვები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილით და  GDPR-ის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულს .

დამუშავების შეზღუდვის უფლება
თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ჩვენი მხრიდან ინფორმაციის დამუშავების შეზღუდვა, თუ სახეზე იქნება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობა:
 

 

  • თქვენ სადავოდ ხდით თქვენი პერსონალური მონაცემების სიზუსტეს იმ დროის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია ჩვენთვის პერსონალური მონაცემების სიზუსტის გადამოწმებისთვის;
  • დამუშავება უკანონოა და თქვენ უარს აცხადებთ პერსონალური მონაცემების წაშლაზე და სანაცვლოდ ითხოვთ გამოყენების შეზღუდვას;
  • ჩვენ აღარ გვჭირდება პერსონალური მონაცემები დამუშავების მიზნებისთვის, მაგრამ თქვენ გჭირდებათ ისინი სამართლებრივი მოთხოვნების დასაბუთების, განხორციელების ან დაცვისთვის, ან
  • თქვენ უარი განაცხადეთ დამუშავებაზე, მაგრამ ჯერ კიდევ მიმდინარეობს იმ ფაქტის გადამოწმება, აღემტება თუ არა ჩვენი კანონიერი საფუძვლები თქვენს ინტერესებს.

ჩვენ მოგაწოდებთ ინფორმაციას ზემოაღნიშნული საფუძვლებით დაწესებული შეზღვუდვის შესახებ, სანამ დამუშავების შეზღუდვას გავაუქმებთ.

თანხმობის გამოთხოვა
თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა, რომელიც სამომავლოდ ძალაში შევა. გამოთხოვის შესახებ თქვენი შეტყობინება არ საჭიროებს რაიმე ფორმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გააგზავნოთ არაფორმალური შეტყობინება ზემოთ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე. აღნიშნული პირობა ვრცელდება იმ თანხმობაზე, რომელიც გაცემულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ახალი რედაქციის გამოქვენებამდე (03/07/2023) და GDPR-ის ძალაში შესვლამდე (ანუ 2018 წლის 25 მაისამდე). თანხმობის გამოთხოვა გავლენას არ მოახდენს იმ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე, რომელიც გამოთხოვამდე იქნა მოოყვანილი სისრულეში.

მონაცემთა პორტაბელურობის უფლება
თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ თქვენთან დაკავშირებული და თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები სტრუქტურირებული, საყოველთაოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით და გადასცეთ აღნიშნული მონაცემები მესამე პირებს. დამატებითი დეტალები და შეზღუდვები შეგიძლიათ იხილოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლსა და GDPR-ის მე-20 მუხლში. მონაცემთა პორტაბელურობის უფლების განხორციელება არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედებს მონაცემების წაშლის უფლებაზე.

სამეთვალყურეო ორგანოში საჩივარის წარდგენის უფლება
თქვენ გაქვთ უფლება, წარადგინოთ საჩივარი კომპეტენტურ სამეთვალყურეო ორგანოში, კერძოდ, იმ წევრი სახელმწიფოს სამეთვალყურეო ორგანოში, სადაც განთავსებულია თქვენი საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო ადგილი ან სავარაუდო მონაცემთა დაცვის დარღვევის ადგილი, თუ თვლით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არღვევს მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედ კანონმდებლობას.

წინააღმდეგობის უფლება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და GDPR-ის 21-ე მუხლის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს, თქვენი კონკრეტული მდგომარეობიდან გამომდინარე მიზეზების საფუძველზე, უარი განაცხადოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, თუ ჩვენ მონაცემთა დამუშავებას მოვახდენთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, 1-ლი ნაწილის, „ი” ქვეპუნქტის და GDPR-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. თქვენი მხრიდან წინააღმდეგობის შემთხვევაში, ჩვენ აღარ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:


  • ჩვენ შეგვიძლია წარმოვადგინოთ დამუშავების დამაჯერებელი ლეგიტიმური საფუძვლები, რომლებიც თქვენს ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებებს აღემატება, ან 
  • დამუშავება ემსახურება სამართლებრივი მოთხოვნების დადგენას, განხორციელებას ან დაცვას.

     

განსაკუთრებით თქვენ უფლება გაქვთ, გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგისთვის, თუ ჩვენ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს ასეთი მიზნებისთვის. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს პირდაპირი მარკეტინგისთვის, თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამ მიზნით აღარ გამოვიყენებთ. 

 

ოქტომბერი, 2025 წ.